აღწერა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სასტუმროში
"ივერია ინნ" საუკეთესო არჩევანია როგორც ტურისტების, ასევე ბიზნესმენებისა და დასასვენებლად ჩამოსული ყველა იმ სტუმრისათვის, ვინც კომფორტს სასტუმროში შემოსვლისთანავე ელის. "ივერია ინნ"-მა, მისი თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის, ხელსაყრელი მდებარეობისა და გამოცდილი თანამშრომლების გამო, უკვე მოიპოვა თბილისში ყველაზე მყუდრო, მომხმარებლის ბიუჯეტზე მორგებული სასტუმროს სახელი. კომფორტი და სწრაფი მომსახურება გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სასტუმრო მომავალშიც შეინარჩუნებს ამ საპატიო პოზიციას ქალაქში.