თუ ამ გრაფაში ეძებთ იმ სასტუმროს აღწერას, რომელიც ბაკურიანის ყველაზე მყუდრო ნაწილში, სიმწვანესა და სიმშვიდეშია ჩაფლული და, რომელსაც შეუძლია მოგცეთ ყველაფერი, რასაც დასვენების დღეებისგან ელით, გამოდის, სწორ ადგილას აღმოჩნდით!
ჩვენი ამბავი შორიდან იწყება, ჯერ კიდევ იქიდან, ადამიანებმა ბუნებასა და ერთმანეთზე ზრუნვა პირველად რომ გაუთანაბრეს ერთმანეთს და რაღაც ძალიან კარგის შექმნა გადაწყვიტეს. მერე იყო ანთებული სახეები, გეგმები და ძალისხმევა, სიმწვანე და სიმყუდროვე, #შენზეზრუნვა, #ჩემზეზრუნვა, მერე ჰასკიც, ერთი კატა, ორი კატა, ღიმილები და ვიქეცით ერთ დიდ ამბად.
ახლა ჩვენ ვართ ყველაფერი, რაც გჭირდება: ჩვენ ვართ შენი ტყე, ბოტანიკური ბაღი, ხის სახლების სიმყუდროვე, ჩვენ ვართ შენი დათოვლილი ტოტებით სავსე ხედი, ბუხრის სითბო, ნატურალური კერძების სურნელი და სიმშვიდე, ჩვენ ვართ შენი ცისფერთვალება, ფუმფულა ძაღლი ცივი მხარიდან, მასთან მომეგობრებული ორი ფისო და ბაჭიაც, ჩვენ ვართ შენი ბავშვების დღე, მათი თოვლში თამაშისგან აწითებული ლოყები, შენი ახალი წლის საღამო და ჯადოსნური ფერები, ჩვენ ვართ შენი #კაიტიპური ამბავი და მეგობრების #სადმეგასვლაც, შენი #რაიაფადგამოვდივარ და ჩვენ არ ვართ არც პლასტმასი, არც პოლიეთილენი, არც არაჯანსაღი პროდუქტი, ვართ ეკო და ვართ შენთვის, იმიტომ რომ ჩვენთან მხოლოდ ასე ვიცით და ჩვენთან მართლა #კაია.
თუ აღწერის ამ ნაწილამდე ერთი სუნთქვით „ჩამოსქროლე“, მაშინ ყველაფერი გასაგებია - ნამდვილად ჩვენთან უნდა დარჩე #ერთადკაია